მძღოლი
Kontakt "-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიტანა მისამართებზე; ** ტრანსპორტირებისას ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა; ** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილება და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი. ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ** გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** გაქვს სატვირთოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს; ** გესმის ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები; ** ხარ გუნდური და გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს შრომას: ** სტაბილური შემოსავალი: ხელფასი 1300₾ + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 2000+) ;; ** გრაფიკი: მოქნილი, 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება); ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის; ** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off; ** განვითარება: ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში.