ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი
კომპანია "გასა" GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
მისამართ: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
გრაფიკი: 10:00-18:00 ან 12:00-20:00.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი);
- ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
- გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.