ფორმების სამრეცხაოს სპეციალისტი
სს "ნიკორა მეჯენმენტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფორმების სამრეცხაოს სპეციალისტის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2 (ნაძალადევის მეტროსთან)
- გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: 1200 ლარი (კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ და სამგზავრო ბარათი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფორმების დალაგება-დასუფთავების უზრუნველყოფა წარმოების სტანდარტების შესაბამისად;
- წარმოებასთან ურთიერთობა და ფორმების მონიტორინგი.
- სამრეცხაო სივრცის სისუფთავის ყოველდღიური მონიტორინგი ჰიგიენის მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად;
- კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოების მენეჯერებთან.
- სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და განხორციელება.
- სამრეცხაოში უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების დაცულობის უზრუნველყოფა, პერიოდული შემოწმებების ჩატარება;
- ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების უზრუნველყოფა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.