ფილიალის თანამშრომელი — სფინი ჩიმნი ქეიქ

სფინი ჩიმნი ქეიქ — ლოგო
სფინი ჩიმნი ქეიქ

ფილიალის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სფინი ჩიმნი ქეიქ" (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში!

ჩვენ შესახებ:

სფინი დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ.

თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
  • ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!);
  • ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით;
  • მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება;
  • ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.

შენიშვნა: ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად, მოვალეობები გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დარიჩინისა და არომატის სიყვარული;
  • პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა;
  • თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • სრულ სწავლებას და მხარდაჭერას;
  • სტაბილურ სამუშაოს.