ფილიალის გაყიდვების მენეჯერი
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს ფილიალის გაყიდვების მენეჯერს!
"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.
თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტებისთვის ტექნიკის შერჩევა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისად ინვოისის მომზადება/გაგზავნა;
- როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მომსახურება;
- კომპანიის კლიენტებისთვის შესყიდული ტექნიკის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესწავლა;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკის კარგად ცოდნა;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- მომსახურების ხარისხზე ზრუნვა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი; ვაჟა-ფშაველას ქუჩა.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულ + ბონუსი.