ფილიალის ასისტენტი
ფინანსური ორგანიზაცია ჩიპ მანი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ასისტენტის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი ან სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი : 550 ლარი. სრული განაკვეთი : 1100 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა და თანამშრომლების მხარდაჭერა;
- მომხმარებლების მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- საოპერაციო ტრანზაქციების/პროცესების შესრულება;
- დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და მოწესრიგება;
- მონაცემების შეყვანა და ინფორმაციის გადამოწმება;
- ფილიალის საოპერაციო პროცესების ეფექტურად წარმართვაში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმდინარე სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.