F&B სუპერვაიზერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.
"IOTA"- აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
- რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
- თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მომსახურების ხარისხის კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- მარაგების კონტროლი
- შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
- რესტორნის შინაგანაწესით დადგენილი მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/განხორციელება
- დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "Fina"-ს ცოდნა
- რესტორნის ოპერირების სქემის, ბუფეტის ტიპის კვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
- მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!