F&B დეპარტამენტის სუპერვაიზერი- თელავი
სასტუმრო კომპლექსი " აგარანის მამული - Agarani Estate ", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა. სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას F&B დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე. მდებარეობა: რუისპირი, თელავი სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი კვირა) ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით. ძირითადი მოვალეობები: ** კოორდინირება პერსონალის მუშაობისას დარბაზების მომზადებისა და სტუმართა მომსახურების კუთხით (მაგიდების განლაგება, საკვებისა და სასმელების მიწოდება, დარბაზში კომფორტული პირობების შექმნა, ტემპერატურული თუ ვიზუალური მხარის მოწესრიგება); ** სტუმართა დახვედრა-მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; ** პერსონალის მიერ შეკვეთების მიღების მუდმივი მონიტორინგი; ** გუნდის გადამზადების პროცესში ჩართულობა და პროფესიული მხარდაჭერა თითოეულ მათგანთან; ** სტუმრის ანგარიშის მომზადებისა და გადახდის პროცესის მუდმივი მონიტორინგი; ** სტუმართა კმაყოფილების კვლევა და მათთან უკუკავშირის წარმოება; ** საჭიროების შემთხვევაში, სტუმართა პრეტენზიების მოსმენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სტუმრების კმაყოფილების ზრდის კუთხით; ** რესტორნის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ** სალარო აპარატისა და რესტორნის პროგრამაში სწორი მუშაობის შესაბამისი ზედამხედველობა; ** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების ზედამხედველობა და მუდმივი მონიტორინგი; ** საბარათე ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი პოსტერმინალის მუშაობაზე ზედამხედველობა და საბარათე ოპერაციების მუდმივი მონიტორინგი; ** რელევანტური თანამშრომლობა მომიჯნავე დეპარტამენტის თანამშრომლებთან. პროფესიული მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელი მოთხოვნაა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება; ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; ** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა. პერსონალური მოთხოვნები: ** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და დაცვა; ** მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების გამოვლენა; ** დისციპლინის დაცვით მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.