გაყიდვების მენეჯერი- თელავი
სასტუმრო კომპლექსი " აგარანის მამული - Agarani Estate" , რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა. სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: რუისპირი, თელავი სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი კვირა) ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით. ძირითადი მოვალეობები: ** ბაზრის შესწავლა და ახალი ტენდენციების გათვალისწინება; ** ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა; ** მომხმარებლების ბაზების დამუშავება; ** ახალი პროდუქტებისა და სერვისების დამატებაზე ზრუნვა ან არსებულის გაუმჯობესება; ** ღონისძიების ორგანიზება და სრული პროცესის მართვა; ** ფინანსური რეპორტინგის წარმოება და ანგარიშვალდებულება გენერალურ მენეჯერთან; ** რელევანტური თანამშრომლობა მომიჯნავე განყოფილებებთან. პროფესიული მოთხოვნები: ** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა; ** სასტუმრო ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს სპეციფიკის ზოგადი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება ტურიზმის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით); ** საოფისე/კომპიუტერული პროგრამებისა და სასტუმროს ადმინისტრირების პროგრამის სრულყოფილი ცოდნა. პერსონალური მოთხოვნები: ** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და დაცვა; ** მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევების გამოვლენა; ** დისციპლინის დაცვით მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.