ექთანი ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში
შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქუჩა#4
განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე კვირაში 09:30-17:30
განათლება: ექთნის დიპლომი
სასურველია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულოა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
- პუნქტუალურობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
- ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითებების დროულად და ზუსტად შესრულება;
- საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
- ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.