დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერი — სანდომი

სანდომი

დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერი

₾3000 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია სანდომი, რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -სანდომი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. სანდომის, როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: 2000-დან 3000 ლარამდე პირველი 6 თვის განმავლობაში.

ფუნქცია/მოვალეობა:

  • ოპერატორების მიერ უბნების მიხედვით პრისეილერებისთვის გაწერილი შეკვეთის სიზუსტის კონტროლი;
  • მიღებული შეკვეთის დროული დამუშავების და პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი;
  • მიწოდების რგოლის მუშაობის (ობიექტზე მისვლის დრო, ობიექტზე ვიზიტის რაოდენობა) ანალიტიკა;
  • დისტრიბუტორებთან და სავაჭრო წარმომადგენლებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მათი გაყიდვების კონტროლი;
  • ყოველთვიური/კვარტლური გაყიდვების კონტროლი რეპორტის მომზადება;
  • დისტრიბუციის მუშობის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების და ასორტიმენტის მიხედვით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება და მათი მუშაობის ხარისხის კონტროლი;
  • საკუთარი და გუნდის მუშაობის ანგარიშის ყოველთვიური წარდგენა დირექტორთან;
  • ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არაა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
  • Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • სასურველია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.

ბენეფიტები:

  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;