მოძრავი მერჩენდაიზერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია " სანდომი ", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქსეულურ მარკეტებში (კარფური, ნიკორა, ლიბრე, უნივერსამი, ექსპრესი, ჯიბე). სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 კვირაში 5 სამუშაო დღე დასვენება: 2 დღე ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 - 1200 ლარი (+ გეგმასთან მიბმული ბონუსი 400 ლარამდე ); ულიმიტო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ფუნქცია/მოვალეობები: ** ქსელურ სუპერმაკეტებში კომპანიის ასორტიმენტის თაროებზე სწორი განლაგების უზრუნველყოფა და კონტროლი; ** პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის კონტროლი და უზრუნველყოფა; ** FIFO-ს პრინციპის დაცვა და ნაშთების კონტროლი; ** ობიექტის მენეჯერთან (ან ადმინისტრატორთან) მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის გაშლა/განლაგების უზრუნველყოფა; ** მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** შეკვეთის სისწორის კონტროლი; ** ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში გამოცდილების ქონა; საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; ** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.