დისტრიბუტორი, ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი — Happy Pet

Happy Pet

დისტრიბუტორი, ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჰეფი ფეთი" (შპს "ვიტამინი") — ძაღლისა და კატის საკვებისა და აქსესუარების სადისტრიბუციო კომპანია — აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1) დისტრიბუტორი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00)

ანაზღაურება: საწყისი ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით.
  • სამუშაო დღის ბოლოს, ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა.
  • თვეში ერთხელ ან ორჯერ რეგიონებში საქონლის დისტრიბუცია.
  • სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართულ მუშაობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.
  • სალაროს აპარატსა და ზედნადებებზე მუშაობა (არცოდნის შემთხვევაში, ჩვენ შეგასწავლით).

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა), მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით.
  • კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • გუნდური მუშაობის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

2) ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), შაბათი (10:00-14:00), კვირა — დასვენება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600-700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი.
  • მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
  • შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა.
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა.
  • გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი.
  • სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა.
  • ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.