დისტრიბუტორი
ვაკანსია – დისტრიბუტორი
Happy Day (ჰეფი დეი) – სათამაშოების მაღაზიათა ქსელია საქართველოში. კომპანია წარმოადგენს Intex-ისა და Bestway-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში. ასევე ვართ ტელეფონის აქსესუარების (კაბელები, დამტენები და სხვა აქსესუარები), სადღესასწაულო ინვენტარისა და Kinsmart-ის საკოლექციო ავტომობილების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დისტრიბუტორს.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ქონა;
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- სასურველია დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრული განაკვეთის სამუშაოს;
- ფიქსირებულ ხელფასს – 600 ₾;
- შეტანილი პროდუქციის 1.2%-ი და 200ლ-იან ბონუსს გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში;
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.