დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - არაუზრუნველყოფილი სესხები
Location: თბილისი
Job Type: დროებითი ხელშეკრულება
Schedule: სრული გრაფიკი
Company Description
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
Job Description
შენ, როგორც დისტანციური გაყიდვების მენეჯერი:
- განახორციელებ შემომავალ და გამავალ ზარებს მომხმარებლებთან;
- სატელეფონო შეთავაზების საშუალებით შეძლებ კლიენტების მოზიდვას;
- შესთავაზებ მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებს;
- ჩართული იქნები პერსონალურ/გუნდურ თვისობრივ და რაოდენობრივ მიზნების მიღწევის პროცესში;
- იმუშავებ მეგობრულ გარემოში და წვლილს შეიტან კიდევ მეტად გაძლიერებაში;
- დაეხმარები გუნდის ახალ წევრებს გუნდთან ადაპტაციაში.
We Offer:
- დისტანციურ სამსახურს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
- საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
- სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
- დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
- შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.
Requirements
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
- ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია.
- გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
Work Location:
დისტანციურად, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.