დისპეტჩერი
Access-A-Ride ლოჯისტიკური კომპანია "კავკასუს ჰორაიზონი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 5-7 აშშ დოლარი საათში (დამოკიდებულია გამოცდილებასა და სამუშაო საათებზე).
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი იყოფა ცვლებად. თითოეული ცვლა მოიცავს კვირაში 4-5 სამუშაო დღეს.
სამუშაო გრაფიკი:
- პირველი ცვლა - საქართველოს დროით 14:00 საათიდან (8-10-საათიანი ცვლა);
- მეორე ცვლა - საქართველოს დროით 17:00 საათიდან (7-8-საათიანი ცვლა)
- მესამე ცვლა - საქართველოს დროით 20:00 საათიდან (7-8-საათიანი ცვლა)
ზუსტი ცვლის საათები და დღეები მოლაპარაკებადია.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური.
ძირითადი მოვალეობები:
- მძღოლების გრაფიკის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
- ქართველ მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ოპერატიული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოთმინება;
- სწრაფი აზროვნება;
- კარგი კომუნიკაციის უნარები;
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
- Google Maps-ის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე;
- ყურსასმენების ქონა;
- ლეპტოპის ქონა;
- სწრაფი და სტაბილური ინტერნეტი.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ნიუ-იორკის (NY) გეოგრაფიის კარგი ცოდნა;
- ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და დამატებითი ენის ცოდნა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- გასაუბრება;
- 5 დღიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი;
- 5 დღიანი ანაზღაურებადი სტაჟირება;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გუნდის წევრი გახდებით.