დისპენსერების 1C ოპერატორი- მისაქციელი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისპენსერების 1C ოპერატორი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი მისაქციელი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 17:00 საათი (1 საათი შესვენება)
- ბენეფიტი: ტრანსპორტირება და ადგილზე კვება
- ვაკანტური ადგილი: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და დამუშავება. მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება
- ტარების და დისპენსერების მოძრაობის პროგრამაში ასახვა და დოკუმენტირება (შესაბამისი ხელშეკრულების შევსება და სასაქონლო ზედნადების გამოწერა)
- დავალიანების ამოღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, საბუღალტრო სპეციალობით)
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით 1 წლის სამუშაო გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალობა
- ორგანიზების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
კომპანია "აქვა გეო" გისურვებთ წარმატებას!