დირექტორის თანაშემწე — ტრიდე უძრავი ქონება

ტრიდე უძრავი ქონება — ლოგო
ტრიდე უძრავი ქონება

დირექტორის თანაშემწე

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია შპს "ტრიდე უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას - დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე (იურიდიული და კორპორაციული მართვის მიმართულებით)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: თბილისი/დიღომი

ანაზღაურება: 1000 ლარი

პოზიციის მიზანი

დირექტორის მხარდაჭერა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვის, სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის, უძრავი ქონების მართვის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და ანალიზი;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დამატებითი პირობებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მათი სამართლებრივი რისკების შეფასება;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე დირექტორის კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კომპანიის ინტერესების დაცვა სახელშეკრულებო ურთიერთობებში;
  • მოქმედი ხელშეკრულებების, ვალდებულებების, ვადებისა და შესასრულებელი პირობების მონიტორინგი;
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების ან შემცირების გზების შეთავაზება;
  • საჯარო და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის სახელით კომუნიკაცია, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სექტორთან და კომუნალური მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა;
  • უძრავი ქონების მოძიება და საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება;
  • მოიჯარეებთან ურთიერთობა და სახელშეკრულებო ვალდებულების კონტროლი;
  • დირექტორის ადმინისტრაციული და მმართველობითი მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი) განათლება სამართლის მიმართულებით;
  • სასურველია იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უძრავი ქონების, ქირავნობისა და სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
  • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და ანალიზის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიზისა და დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადების უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა (Microsoft Excel, Microsoft PowerPoint, Microsoft Word) ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა (ზეპირი კომუნიკაცია).

პიროვნული და სამუშაო უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა და რამდენიმე საკითხის პარალელურად კონტროლის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • პრობლემების დროული იდენტიფიცირება და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.

ანგარიშვალდებულება

თანამშრომელი ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორის წინაშე და საქმიანობას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების, უფლებამოსილებისა და დავალებების შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ