დირექტორის თანაშემწე
"სანმედი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
სტრატეგიული და ოპერაციული მართვა
- დირექტორის არყოფნის პერიოდში მისი ფუნქცია-მოვალეობების სრულად შეთავსება და ორგანიზაციის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
- კომპანიის/ცენტრის სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
- მიმდინარე საოპერაციო პროცესების ზედამხედველობა და ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი.
გუნდისა და დეპარტამენტების კოორდინაცია
- თანამშრომელთა/სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციასა და მათთვის კონკრეტული ამოცანების გადანაწილება.
- შიდაპროცესუალური და თანამშრომლებს შორის წამოჭრილი პრობლემური/კონფლიქტური სიტუაციების ოპერატიულად მოგვარება.
- გუნდის პროდუქტიულობაზე, მოტივაციასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე კონტროლი.
ხარისხის კონტროლი და განვითარება
- ორგანიზაციის მომსახურების/პროგრამების ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
- ახალი ინიციატივების, პროექტებისა და პროცესების ოპტიმიზაციის იდეების შემუშავება და დანერგვა.
- შიდა რეგულაციების, ინსტრუქციებისა და პროტოკოლების დაცვის უზრუნველყოფა.
წარმომადგენლობითი და კომუნიკაციის ფუნქცია
- ორგანიზაციის ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებისას.
- მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობა (ან დირექტორის ჩანაცვლება).
ანგარიშგება: გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
სასურველია დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სამედიცინო სფეროში გამოცდილება და მოლაპარაკების წარმოების უნარი.