დირექტორის თანაშემწე — სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

დირექტორის თანაშემწე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
  • შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება;
  • საქმიანი კორესპონდენციის მართვა, ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • აქტიური ჩართულობა დირექტორის მიერ მხარდაჭერილ პროექტებსა და სხვადასხვა მიმდინარე პროცესში;
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმების შესრულებაში ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
  • დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
  • დირექტორის დავალებით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება;
  • დირექტორის დანარჩენ ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო საჭიროებებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და განვითარების სურვილი.