დირექტორის ასისტენტი
"Eventive Global " (eventiveglobal.com) არის Eventive Georgia-ს საერთაშორისო მიმართულება, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ IT სექტორის საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ მაღალი დონის კორპორატიულ Retreat - პროგრამებს საქართველოში - სრულ ლოჯისტიკას, ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას, ერთი გუნდისგან. ვაკანსია: დირექტორის ასისტენტი სამუშაო პირობები ** ანაზღაურება: 1 000 ლარი NET გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 3 წარმატებული თვის შემდეგ იზრდება. ** ბონუს სისტემა: ბონუსი თითოეული პროექტიდან - ჯამური შემოსავალი საშუალოდ 1 500-1 800 ლარი და მეტი. ** გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა), ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 - ოფისიდან (საბურთალო, ლვოვის ქ. №95) ** ივენთის დღეები: ანაზღაურდება დამატებით ან კომპენსირდება დასვენების დღით — კანდიდატის სურვილისამებრ. ** სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარება. ვის ვეძებთ ენერგიულ, ანალიტიკური აზროვნებისა და მაღალი ლოგიკური უნარების მქონე კანდიდატს, რომელიც უშუალოდ დირექტორთან ითანამშრომლებს. გამოცდილება სავალდებულო არ არის - ჩვენთვის მთავარია სისხარტე, ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება და საქმის სწრაფად ათვისების უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** დირექტორის მიერ გაცემული დავალებების ოპერატიული და ხარისხიანი შესრულება ** ვენდორების (მომწოდებლების) ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება ** IT კლიენტებთან (საერთაშორისო) კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე ** ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ლოგიკური დასკვნების გამოტანა ** AI ხელსაწყოების (ChatGPT და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ენა - C1 დონე (აუცილებელია) ** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება; ციფრებთან მუშაობის უნარი ** სისხარტე, ლოგიკა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი ** AI ხელსაწყოების (ChatGPT და მსგავსი) პრაქტიკული ცოდნა ** გამართული წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა ** სხვა უცხო ენის ცოდნა - დამატებით უპირატესობად ჩაითვლება