დიასახლისი ცხვარიჭამიაში!
ვაკანსიის მიმოხილვა
ცხვარიჭამიაში მდებარე კერძო სახლს ესაჭიროება გამოცდილი დიასახლისი სრული განაკვეთით. თუ თქვენ გაქვთ მზარეულად/დამხმარედ მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, გიყვართ სისუფთავე და გემრიელი კერძების მომზადება, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. სამუშაო გარემო არის მეგობრული და სტაბილური, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
ძირითადი მოვალეობები
- სახლში ყოველდღიური სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
- კერძების მომზადება ოჯახის წევრების მოთხოვნებისა და კვების რეჟიმის გათვალისწინებით
- საყოფაცხოვრებო ნივთების, პროდუქტებისა და საწმენდი საშუალებების მართვა და დროული შევსება
- სარეცხი, ჭურჭელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება დიასახლისად, მზარეულად ან დამხმარედ
- ქართული და შეძლებისდაგვარად ევროპული სამზარეულოს ცოდნა
- სისუფთავის, ორგანიზებულობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის მაღალი დონე
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
განრიგი
ორშაბათიდან შაბათ საღამომდე ან
ორ კვირაში ერთხელ ორი დღე დასვენება.
ტრანსპორტი(სამარშუტო ტაქსი)დადის ყოველ დღე სიონის მიმართულებით
ხელფასი
2500 ლარი