დიასახლისი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
- სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
- საწოლის თეთრეულის შეცვლა და მოწესრიგება;
- აბაზანისა და სანიტარული კვანძების წმენდა და დეზინფექცია;
- პირსახოცების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა საჭირო მარაგების შევსება.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
- სამუშაო განრიგი: 5/2, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება ).
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
წარმატებებს გისურვებთ!