დიასახლისი — კომპანია

samushao.ge
კომპანია — ლოგო
კომპანია

დიასახლისი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს “დიასახლისს” პარტნიორი კომპანიისთვის.

  • სამუშაო ადგილი: საბურთალოს რაიონი, თინა იოსებიძის N71
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი)
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
  • ანაზღაურება: 1200 ლარი
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა;
  • ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
  • სამუშაო სივრცეების, სამზარეულოსა და სანიტარული კვანძების სისუფთავისა და ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
  • ნარჩენების დროული შეგროვება და გატანა;
  • დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა.
  • სტუმრების მიღება და ჩაის/ყავის შეთავაზება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • საოფისე მცენარეებისა და ყვავილების მოვლა;
  • საჭიროების შემთხვევაში ოფისის ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა.
  • ჰიგიენური, სამეურნეო და სამზარეულოს მარაგების კონტროლი და მათი შევსების საჭიროების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სამუშაო პროცესში გამოვლენილი დაზიანებებისა და გაუმართაობების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა წესების დაცვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა და ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გავლილი ტრენინგები.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისუფთავისა და წესრიგისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

თქვენი პერსონალური მონაცემ(ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს “ილარია ქონსალთინგ”-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: