დიასახლისი
DNT Group სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი მენეჯმენტ-კომპანიაა, რომლის მთავარი მისია სასტუმროების პოტენციალის მაქსიმიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების საფუძველზე, კომპანია წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებს საქართველოს მასშტაბით.
DNT Group თბილისში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და მოწესრიგებული ადამიანი, გსურს სტაბილურ გარემოში მუშაობა და განვითარება — შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება;
- საერთო და გარე სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- საჭირო ინვენტარის კონტროლი და მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას ადგილობრივი თანამშრომლებისთვის მიმდებარე სოფლებიდან.
ლოკაცია: თბილისი