დღის და ღამის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი (ქალბატონი/მამაკაცი)
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, დღის და ღამის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის (ქალბატონი/მამაკაცი) პოზიციებზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
- სასტუმროს ტერიტორიის დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
- სასტუმრო იოტას სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- პრიორიტეტად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
- სასურველია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება)
დღის გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
ღამის გრაფიკი: 2 სამუშაო ღამე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!