დასუფთავების თანამშრომელი, სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი
ბურგერ ბარი "Melting Pot" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის და სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციებზე.
დიასახლისის ძირითადი მოვალეობები:
- ბურგერ ბარის საჯარო სივრცეების/ დარბაზების დასუფთავება და წესრიგის შენარჩუნება.
- სველი წერტილების ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დასუფთავება და დეზინფექცია.
- სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მარაგების მუდმივი კონტროლი და შევსება.
სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) ძირითადი მოვალეობები:
- დარბაზიდან შემოსული ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა/დამუშავება, გამწოვების ჩათვლით.
- სამზარეულოს ზონის დასუფთავება და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
- სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ჰიგიენის საფუძლების კარგი ცოდნა.
- გამართული, ეფექტური კომუნიკაციისა და კოლეგიალური ურთიერთობების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
- დინამიკურ გარემოში მუშაობის მზაობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული, გაიცემა თვეში ერთხელ, პირად საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.
- სამუშაო განაკვეთი: სრული, 2/2 განრიგი, 12 საათიანი სამუშაო ცვლები.
- ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქ. #31
დამატებითი ბენეფიტები:
- უფასო კვება სამუშაო საათების განმავლობაში.
- უფასო ტრანსპორტირება ღამის 12:00 საათის შემდეგ.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- მყუდრო, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო.