დასუფთავების თანამშრომელი- ბათუმი — იელთი ჯგუფი

იელთი ჯგუფი — ლოგო
იელთი ჯგუფი

დასუფთავების თანამშრომელი- ბათუმი

₾1050 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის (ჰაუსმენი) პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი 09:00-18:00, 11:00-20:00

ანაზღაურება: 1050 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო ცვლის განმავლობაში, აპარტამენტების, კორიდორების და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
  • აპარტ-სასტუმროს შიდა და გარე სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება, მათ შორის ლობი, დერეფნები, კიბეები, ლიფტები და სხვა საერთო ზონები;
  • ხალიჩების გეგმური ან/და საჭიროებისამებრ დასუფთავება სპეციალური აპარატითა და ხსნარებით;
  • შიდა და გარე ფანჯრების, მინის კარების და გამყოფი მინების წმენდა;
  • დასუფთავების ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა მტვერსასრუტები, ხალიჩის საწმენდი დანადგარები, იატაკის სახეხი აპარატები და სხვა შესაბამისი მოწყობილობები;
  • ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის, საფრთხის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებელი შეტყობინება ზედამხედველისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ოთახების დასუფთავების თანამშრომლების დახმარება თეთრეულის მიტანაში ან გატანაში;
  • აპარტ-სასტუმროს შიდა წესების, პროცედურების და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
  • სტუმრებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობა.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია წინა გამოცდილება დასუფთავების სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი ფიზიკური კონდიცია - შესაძლებლობა აწიოს ან გადააადგილოს სიმძიმეები, ფიზიკური შესაძლებლობა ფეხზე დიდხანს დგომის.
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი - მზადყოფნა მუშაობისათვის შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე ან ცვლებში;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.