დასუფთავების თანამშრომელი — სასტუმრო ხედი

სასტუმრო ხედი — ლოგო
სასტუმრო ხედი

დასუფთავების თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო „ხედი“ მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს. სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე. ერთი სიტყვით, იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად. სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში- ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

სასტუმრო „ხედი“, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, (ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 24)

სამუშაო გრაფიკი: 2/2 (ღამის ცვლები ან მონაცვლეობით დღის და ღამის ცვლები).

ძირითადი მოვალეობები:

  • საზოგადოებრივი სივრცეების (ლობი, ოფისი, რესტორნის დარბაზი) დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • კომპანიის უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.