დასუფთავების თანამშრომელი
კომპანია შპს "თამ მენეჯმენტი" არის ავია მწარმოებელი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის პროდუქტების, სპეციალური აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების დაპროექტება, წარმოება, შეკეთება / კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია, ტექნიკური მომსახურება და სხვა.
ამჟამად, კომპანია შპს "თამ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საავიაციო ქარხანა (ბერი გაბრიელ სალოსის 191)
- სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 - 1500 ლარამდე, ზრდის პერსპექტივით
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
რას გთავაზობთ? მეგობრულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს
პიროვნული უნარები:
- მაღალი ყურადღება დეტალების მიმართ
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- დისციპლინა და პროცედურების მკაცრი დაცვა
- გუნდური მუშაობის უნარი