დამწყები კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი — HSE Group

HSE Group — ლოგო
HSE Group

დამწყები კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"HSE Group" არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამწყები კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00

ანაზღაურება: 1000 ლარი NET + ბონუსი

შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან;
  • კომპანიის მომსახურების პროდუქტების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
  • პოტენციური ან ბაზაში არსებული კომპანიებთან კომუნიკაცია და არსებული ბაზის დამუშავება/განვითარება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
  • გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა (შესრულება);
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ