დამწყები ფინანსური ანალიტიკოსი- რუსთავის ფოლადი
შპს "რუსთავის ფოლადი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. პოზიცია განკუთვნილია კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მოტივირებული კანდიდატისთვის, რომელსაც სურს ფინანსური ანალიზის მიმართულებით განვითარება და მსხვილ საწარმოო კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
დამწყები ფინანსური ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი ქ. რუსთავი, ი. გაგარინის ქ. №12
დასაქმების ფორმა სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური და საოპერაციო მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
- პერიოდული ფინანსური და მენეჯერული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- ბიუჯეტისა და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება;
- შემოსავლების, ხარჯებისა და სხვა ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
- Excel-ის სამუშაო ცხრილების, რეესტრებისა და ანალიტიკური მოდელების წარმოება;
- ფინანსური მაჩვენებლების შესახებ პრეზენტაციებისა და მოკლე ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
- ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესების მხარდაჭერა;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საბუღალტრო აღრიცხვის ან მონათესავე მიმართულებით;
- ფინანსური ანალიზის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის;
- უპირატესობად ჩაითვლება ფინანსურ ან აუდიტორულ სფეროში გავლილი სტაჟირება;
- PowerPoint-ისა და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული უნარები
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ციფრებთან მუშაობის უნარი და სიზუსტე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს ორგანიზებისა და განსაზღვრული ვადების დაცვის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
- მსხვილ საწარმოო კომპანიაში პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და მენეჯერული ანგარიშგების პროცესებში უშუალო მონაწილეობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.