ფინანსური ანალიტიკოსი
სს "პოინტუსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
- ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
- ყოველკვარტალურად ბორდისთვის ფაილების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
- ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
- კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;
- პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება;
- კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
- ბაზრის მონაცემების კვლევა და ინფორმაციის ანალიზი;
- დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული.
- კონფიდენციალურობის დაცვა.