AML ოფიცერი — Colchis Digital

Colchis Digital

AML ოფიცერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Colchis Digital" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

კომპანიის შესახებ:

Colchis Digital არის ქართული ფინტექ კომპანია, რომელიც ავითარებს ვირტუალური აქტივების გაცვლის პლატფორმას: ფიატ-კრიპტო და კრიპტო-კრიპტო გაცვლას, ვირტუალური აქტივების მეურვეობასა და გადარიცხვებს.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დამოუკიდებლად მოაზროვნე სპეციალისტს, რომელიც ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს კომპანიის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) სისტემას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის AML/CFT შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა, განახლება და შემდგომი განვითარება რისკზე დაფუძნებული მიდგომით;
** კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის (KYC/KYB) პროცესის ზედამხედველობა, მათ შორის მაღალი რისკის კლიენტებისა და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) გაძლიერებული შესწავლა (EDD);
** ტრანზაქციების მონიტორინგი, ბლოკჩეინ-ანალიტიკის (KYT) სისტემის შეტყობინებების განხილვა და უჩვეულო ან საეჭვო გარიგებების გამოვლენა;
** სანქციების სკრინინგისა და კლიენტთა ბაზის პერიოდული ხელახალი შემოწმების კონტროლი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
** ვირტუალური აქტივების გადარიცხვებზე "Travel Rule"-ის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების მომზადება და პერიოდული განახლება;
** საქართველოს ეროვნულ ბანკთან, აუდიტორებთან, პარტნიორ ბანკებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია შესაბამისობის საკითხებზე;
** თანამშრომელთა AML/CFT ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** შესაბამისობის კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება კომპანიის ხელმძღვანელობისა და პარტნიორთა საერთო კრებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** AML/compliance მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, VASP ან სხვა ანგარიშვალდებული პირი) — განიხილება როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კანდიდატები;
** "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
** FATF-ის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერითი და ზეპირი);
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** უნაკლო საქმიანი რეპუტაცია.

უპირატესობად ჩაითვლება:

** Sumsub-ის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (KYC/KYB ვერიფიკაცია, AML სკრინინგი, ტრანზაქციების მონიტორინგი);
** კრიპტოვალუტის ბირჟაში ან VASP-ში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული სერტიფიკატი (CAMS, ICA, CCAS ან ექვივალენტური);
** ბლოკჩეინ-ანალიტიკისა და KYC/KYT ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: Chainalysis, Elliptic, TRM Labs);
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ან ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად;
** AML/CFT ფუნქციის განვითარებასა და მასზე პასუხისმგებლობის აღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; დამწყები კანდიდატებისთვის — პრაქტიკულ სწავლებას არსებული შიდა პოლიტიკისა და პროცედურების ბაზაზე;
** დამოუკიდებელ პოზიციას და პირდაპირ ურთიერთობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ ფინტექ გარემოში;
** სამუშაო ადგილს თბილისში მდებარე ოფისში.

როგორ განვაცხადოთ:

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ