დამლაგებლი — ნიკორა

ნიკორა — ლოგო
ნიკორა

დამლაგებლი

₾1100 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.
დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.
ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.
NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.  ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.  ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.
თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.
სს „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე ხორც-პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოში:
სამუშაოს პირობები:
გრაფიკი: 16:00-23:00 სთ
ანაზღაურება: 1100 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ალ. მრევლიშვილის #2
კვებასა უზრუნველყოფს კომპანია. ასევე დამატებით თანამშრომელს გადაეცემა 250 ლარიანი ახალი სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  •  წარმოების მასშტაბით, მის პასუხისმგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  •  საწარმოო ტერიტორიაზე შიდა კიბეების, მაგიდების, თაროების, იატაკების, კედლების დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია;
  •  სანიტარული გამტარის, წარმოების უბნებისა და სველი წერტილების სადეზინფექციო ხსნარებითა და საპნით მომარაგება;
  •  ცხაურებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და ნარჩენებისგან გათავისუფლება, საწარმოო ტერიტორიიდან ნაგვისა და ნარჩენების რეგულარული გატანა, ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;
  •  სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება;
  •  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ქუდის, ხელთათმანის, სამუშაო ფორმის ტარება);

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე:  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.
  •  გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” ს/კ (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
  •  ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის” ს/კ  იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
  •  სს “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი” ს/კ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.