დამლაგებელი
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 359 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში. კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტის" კაფეტერია "Canteen_Area" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის დალაგება;
- სისუფთავისა და წესრიგის რეგულარული კონტროლი;
- სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა;
- საჭიროებისამებრ, უშუალო ხელძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
- დამლაგებლად მუშაობის გამოცდილება
- სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალობა და დისციპლინირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 19:30 საათამდე. შაბათი 09:30-დან 16:00 საათამდე;
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).
გამოხმაურების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით