დამხმარე მერჩენდაიზერი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

დამხმარე მერჩენდაიზერი

შეთანხმებით ახალი Tbilisi · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.