ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომელი- შეკვეთილი, ფოთი, ქობულეთი — Paragraph Resort and Spa Shekvetili

Paragraph Resort and Spa Shekvetili — ლოგო
Paragraph Resort and Spa Shekvetili

ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომელი- შეკვეთილი, ფოთი, ქობულეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სასტუმრო პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი

განყოფილება: სამზარეულო/ჭურჭლის სამრეცხაო

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის ზოგადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება და დასუფთავება სასტუმროში დანერგილი ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად.
  • ჭურჭლის, სამზარეულოს სამუშაო ინვენტარის, ხელსაწყოებისა და დანადგარების გარეცხვა ინსტრუქციის მიხედვით.
  • გარეცხილი ჭურჭლის შენახვა, დალაგება და სწორად განაწილება ოპერირების სივრცეებში.
  • სამზარეულოს სამუშაო ზედაპირების მორეცხვა-მოპრიალება წინასწარ დადგენილი გრაფიკისა და წესების დაცვით.
  • საკვები ნარჩენების გატანა.
  • სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.