ბუღალტერ-ოპერატორი — ჰორეკა

ჰორეკა — ლოგო
ჰორეკა

ბუღალტერ-ოპერატორი

₾1700.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია " ჰორეკა " დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფას. უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://horeca.ge/ შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00); ** ანაზღაურება: 1700 ლარი (NET); ძირითადი უფლება-მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დამუშავება, როგორიცაა: რეალიზაციის შეკვეთების მიღება, დამუშავება და მასთან დაკავშირებული ყველა პირველადი დოკუმენტაციის წარმოება, მონიტორინგი (სასაქონლო ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები / ინვოისები); ** სასაქონლო-მატერიალურ მარაგთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების წარმოება (უკან დაბრუნებები / საწყობებს შორის შიდა გადაადგილებები / პროდუქციის ჩამოწერა); ** სალაროს (აგენტი +) ოპერაციების წარმოება, მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში; ** ბანკის ამონაწერის დამუშავება და გატარება; ** დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება სავაჭრო წარმომადგენლებთან; ** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით; ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება და მეტი; ** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგ ცოდნას; ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE-ზე) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სასურველია პროგრამა 1C / Balance-ში ან სხვა ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული; ** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებული; შერჩევის პროცედურა: ** 1 ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა; ** 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კორპორატიულ მობილურ ნომერს სასაუბრო ლიმიტით;