სავაჭრო წარმომადგენელი — ჰორეკა

ჰორეკა — ლოგო
ჰორეკა

სავაჭრო წარმომადგენელი

₾1500.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია " ჰორეკა " დაარსდა 2008 წელს, რომლის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა. კომპანია ახდენს საქართველოში არსებული ბიზნესების პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფას. უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://horeca.ge/ შპს "ჰორეკა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი); ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი. ფუნქცია-მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა; ** მომხმარებლის შეკვეთების მიღება და შესაბამის მოწყობილობაში გაფორმება, კლიენტთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი; ** ვიზიტების განხორციელება; ** საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება; ** პოტენციურ მომხმარებელთან პროდუქციის პრეზენტაცია; ** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან; ** გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ** კლიენტთა ბაზის შედგენა/დამუშავება; ** კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია; ** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება (მიწოდება, კორექტირება, უკან დაბრუნება); ** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა; ** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა; ** სხვა დავალებების სრულყოფილად შესრულება; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** დასაქმებულს ავტომობილით უზრუნველყოფს კომპანია;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ