StudyDrome
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
StudyDrome ქართული B2B SaaS კომპანიაა. ჩვენი პლატფორმით უნივერსიტეტები და ორგანიზაციები ატარებენ წერით გამოცდებს და OSCE-ს, აკეთებენ კურსებს, თანამშრომლების სავალდებულო ტრენინგებს და სერტიფიკაციას. დღეს StudyDrome-ს საქართველოში 6 უნივერსიტეტი იყენებს.
ვეძებთ პირველ Business Development Manager-ს. აქ მზა კლიენტების ბაზა არ დაგხვდება: pipeline-ს ნულიდან შექმნი, ჩვენთან ერთად.
რას გააკეთებ
** იპოვი გადაწყვეტილების მიმღებებს და დაუკავშირდები მათ. ესენი არიან HR-ის და L&D-ის ხელმძღვანელები, კლინიკების, საცალო ქსელების, ენერგეტიკული და სამრეწველო კომპანიების ტრენინგ ცენტრების უფროსები, ასევე კერძო უნივერსიტეტების რექტორატი და ხარისხის სამსახურები
** დაახლოებით 30 ახალი კონტაქტი კვირაში: ზარები, LinkedIn, ელ-ფოსტა, შეხვედრები
** ატარებ discovery call-ებს, სთავაზობ 30-დღიან უფასო პილოტს და მას ბოლომდე მიჰყვები
** ყოველდღიურად აწარმოებ CRM-ს და ყოველკვირეულად აბარებ ანგარიშს მენეჯერს
ვის ვეძებთ
** გაქვს B2B გაყიდვების 2+ წლის გამოცდილება (SaaS, IT, სამედიცინო ტექნიკა, ფარმა ან HR სერვისები)
** დაგიხურავს გრძელი ციკლის გარიგებები, სადაც გადაწყვეტილებას რამდენიმე ადამიანი იღებს
** თავისუფლად ფლობ ქართულს და კარგად ინგლისურს; რუსული უპირატესობაა
** ცივი ზარის და უარის არ გეშინია
** გიყვარს წესრიგი: რაც CRM-ში არ წერია, ის არ მომხდარა
** პლიუსია, თუ გაქვს კონტაქტები ჯანდაცვაში, HR/L&D წრეებში ან უმაღლეს განათლებაში
ანაზღაურება:
** პირველი 5 კლიენტი ან 6 თვე: ₾1, 000 ფიქსირებული + 35% საკომისიო საკუთარი კლიენტის პირველი წლის გადახდიდან + ₾300 ყოველ პილოტზე, რომელზეც რეალური გამოცდა ან კურსი ჩატარდება
** შემდეგ: ₾2, 500 ფიქსირებული + 20% (წლიური გეგმის ზემოთ 25%)
** მაგალითი: კლინიკა 250 თანამშრომლით დაახლოებით ₾15, 550 იხდის წელიწადში. შენი საკომისიო დაახლოებით ₾5, 440 იქნება
** ზედა ზღვარი არ გვაქვს
რას გთავაზობთ:
** პროდუქტს, რომელიც უკვე მუშაობს და რეალური კლიენტები ჰყავს
** საჯარო ფასებს: ყოველ გარიგებაზე ფასზე ვაჭრობა არ მოგიწევს
** პირდაპირ მუშაობას დამფუძნებელთან. პირველ გარიგებებზე დემოს ერთად ვატარებთ
** წარმატების შემთხვევაში მეზობელ ქვეყნებში აგენტების ქსელის კოორდინაციის შესაძლებლობას
როგორ განაცხადო
მხოლოდ CV საკმარისი არ არის. იმეილზე გამოგზავნე ():
1. 2-წუთიანი ვიდეო ან აუდიო: "მოგვყიდე" რამე, რაც ადრე გაგიყიდია, ისე, როგორც კლიენტს ზარზე
2. 3-5 წინადადება ყველაზე რთულ გარიგებაზე, რომელიც დახურე, და იმაზე, რამ გადაწყვიტა მისი ბედი
3. ერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც, შენი აზრით, StudyDrome სჭირდება, და რატომ
ამ სამი პუნქტის გარეშე გამოგზავნილ განაცხადებს ვერ განვიხილავთ.