შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი — Rooms & Residences

Rooms & Residences

შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება;
** პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
** ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება;
** მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.