კომპლექსის მენეჯერი — დორი 2026

დორი 2026

კომპლექსის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "დორი 2026" აცხადებს ვაკანსიას კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების მიმართულების წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა.
** საერთო სარგებლობის სივრცეებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი და მარაგების შევსების უზრუნველყოფა დასუფთავების კოორდინატორთან ერთად.
** კორპუსის საერთო ქონებისა და ინვენტარის მოვლა და კონტროლი.
** კორპუსების შიდა სივრცეებისა და კომპლექსის ტერიტორიის რეგულარული მონიტორინგი (ჩამოვლა) არსებული გაუმართაობების გამოვლენის მიზნით და დროული რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
** დაქირავებული თანამშრომლების და ქვეკონტრაქტორი შემსრულებლების კოორდინირებული მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** გენერატორის, ლიფტების, ვენტილაციის და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ქვეკონტრაქტორი კომპანიების მუშაობის გრაფიკისა და გეგმიური სამუშაოების სრულყოფილად შესრულების კონტროლი.
** ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, თავმჯდომარესთან და შესაბამის ტექნიკურ სპეციალისტებთან/ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტი და კოორდინაცია.
** ტექნიკური სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი.
** ბინათმესაკუთრეთა ბაზის შექმნა და განახლება.
** მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია.
** მაცხოვრებლების მიერ ყოველთვიური მომსახურების გადახდების რეგულირება,
** ამხანაგობის საჭიროებებიდან გამომდინარე მომწოდებლების მოძიება, მათ მიერ მოწოდებული შეთავაზებების საფუძველზე ფასებისა და პირობების შედარებითი ანალიზი.
** სამეზობლოს Facebook ჯგუფებსა და სხვა საინფორმაციო არხებში პოსტებისა და შეტყობინებების განთავსება საცხოვრებელ კომპლექსში სიახლეებსა და სხვა მიმდინარე მოვლენებზე.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ 30 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომპლექსის მენეჯერი".