ბელბოი
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის "მარიოტ ინტერნეიშენალის" წევრია.
"მარიოტ ინტერნეშენალი", როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და განთავსება.
- ბარგის გადაზიდვა.
- სასტუმროს ტერიტორიის დაცვა.
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
- სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმროში.
- კომუნიკაბელურობა.
- სისუფთავის დაცვა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სასტუმრო გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
- სასტუმროს სხვა ბენეფიტებს.