ბარმენი, პიცის მცხობელი
So Lucky Bar აცხადებს ვაკანსიებს!
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ ახალ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე:
ბარმენი
ვეძებთ კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა და აქვს ბარში/სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მოთხოვნები:
- ბარმენად ან სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია — ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელია
- სტუმრებთან მეგობრული და თავისუფალი კომუნიკაცია
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 19:00-04:00
- პარასკევი და შაბათი: 19:00-05:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით
პიცის მცხობელი
ვეძებთ პიცის მცხობელს, რომელსაც აქვს სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.
მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
- სისუფთავე და ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 19:00-03:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით
"So Lucky Bar" უკვე რამდენიმე წელია მუშაობს თბილისის ცენტრში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო, კარგი სერვისი და გუნდი, რომელთან ერთადაც სასიამოვნოა მუშაობა.