ბარმენი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA Hotel Ttbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
"IOTA Hotels" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
- "სასტუმრო იოტას" დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
- სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1-2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
- თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძლების ცოდნა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
- კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ფიქსირებული ანაზღაურება - 1200 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1450 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!