ბარმენი
რესტორანი "მინა" (Mina) გუნდში ბარმენს ეძებს.
ჩვენ ვართ თანამედროვე იტალიურ-ლევანტური რესტორანი, რომელიც გამოირჩევა ღვინის შესანიშნავი არჩევანითა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცით; მდებარეობს მეტროსადგურ "რუსთაველიდან" 7 წუთის სავალზე, თამარ ჭოველიძის ქუჩაზე (№14/16).
გრაფიკი: 2/2 ან 5/2.
მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- უცხო ენების ცოდნა
პირობები: 9-12-საათიანი ცვლები, დაზღვევა და დღეში ორჯერადი კვება.