ბარისტა- რუსთავი — Espresso Cup

Espresso Cup

ბარისტა- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქ. რუსთავში მდებარე კაფე "Espresso cup"-ი აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: დღის და საღამოს სმენები (ცვლები)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა + თიფი

ძირითადი მოვალეობები:

  • ყავისა და სხვა სასმელების მომზადება: მაღალი ხარისხის ყავის (ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და ა.შ.) ცივი სასმელების, კოქტეილების და მენიუში არსებული სასმელების მომზადება სტანდარტების დაცვით.
  • მომხმარებელთა მომსახურება: მომხმარებლისთვის მეგობრული და პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მენიუს დეტალურად გაცნობა და შეთავაზება.
  • სამუშაო ადგილის სისუფთავე: ბარის და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება სანიტარიული ნორმების შესაბამისად.
  • ნაღდი ფულისა და ტერმინალის ოპერაციები: სალაროსთან მუშაობა, შემოსავლების სწორი გატარება და ცვლის დასრულებისას ანგარიშგება.
  • მარაგების კონტროლი: ინვენტარის მონიტორინგი და მენეჯმენტის ინფორმირება საჭირო პროდუქტების შესახებ.
  • სამუშაო პროცესის გამართულობა: სამუშაო ადგილის მუდმივი მონიტორინგი და მარაგების (ყავა, რძე, ინგრედიენტები...) ოპერატიული შევსება, რათა მომსახურების პროცესი არ შეფერხდეს

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამოცდილება: აუცილებელია მინიმუმ 1 წელი.
  • პასუხისმგებლობა: პუნქტუალურობა და დისციპლინა.
  • უნარები: კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.
  • ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.