ბარისტა/მოლარე-ოპერატორი- წინანდალი
Veloce არის ახალი, თანამედროვე კონცეფციის დრაივ-კაფე წინანდალში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას, სასმელებსა და სწრაფ, გემრიელ წასახემსებლებს. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პოზიტიურ და მოტივირებულ გუნდის წევრებს ბარისტა/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: კახეთი, სოფელი წინანდალი, წინანდლის ბაღის მოპირდაპირე მხარე
დასაქმების ტიპი: სრული ან ცვლიანი გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების სწრაფი, მეგობრული და ხარისხიანი მომსახურება დრაივ-ზონაში
- ყავის, ცივი/ცხელი სასმელებისა და წასახემსებლების მომზადება
- სალარო ოპერაციების წარმოება და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
- ასაკი: 18+ (სრულწლოვანი)
- გამართული, პოზიტიური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- დინამიკურ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი)
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- ადგილზე სწავლებასა და ტრენინგს (გამოცდილება სავალდებულო არ არის)
- ენერგიულ, ახალგაზრდულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს