ბარისტა-გამყიდველი
რუსთაველის მეტროსთან მდებარე ახალი კაფე "გიშო კოფი" ეძებს ახალგაზრდა, ხალისიან და ენერგიულ თანამშრომელს.
პოზიცია: ბარისტა-გამყიდველი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი), კაფე იხსნება 07:30 საათზე და იკეტება 22:30-ზე
ანაზღაურება:
- მოჭრილი 1100 ლ + კარგი ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე (მონდომებული მუშაობით თავისუფლად შეძლებთ 1500 დან 2000 ლარამდე გამომუშავებას)
- ხელფასის გაცემა ხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ხოლო ბონუსების გატანა შეგეძლებათ ყოველდღიურად ქეშით
პირობები:
- უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ან ცხელი სასმელი
- უფასო კვება (დღეში ერთხელ - სენდვიჩი)
მოვალეობები:
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
- ობიექტის წესრიგში მოყვანა
- პროდუქციისა და ტურების გაყიდვა
- პრიორიტეტი მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს
გამოცდილება აუცილებელი არ არის. ადგილზე შეგასწავლით საქმეს.
სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ან მეტროსთან ახლოს.